четверг, 29 ноября 2012 г.

ლატექსის რგოლები


ჰემოროიდული კვანძების ლიგირება ლატექსის რგოლებით ბუასილის ოპერაცია
ბუასილის მოცემული პატარა ოპერაცია ტარდება მექანიკური ან ვაკუუმური ლიგატორით. ოპერაციის მსვლელობისას ხდება ლატექსური რგოლების ჩამოცმა შიგა ჰემოროიდულ კვანძებზე. ოპერაციიდან 12-14 დღის შემდეგ ხდება კვანძის მოცილება ლატექსისლიგატურასთან ერთად. კვანძისგან გათავისუფლებულ  ადგილას ვითარდება შემაერთებელი ქსოვილითდაფარული ბორცვი. დაავადებულთა 90% ამ პროცედურის შემდეგ განიკურნება დაავადების ყველა სიმპტომისგან. დაწვრილებით >>>

კრიოთერაპია ბუასილის ოპერაცია


კრიოთერაპია ბუასილის ოპერაცია
ხშირად ეს პროცედურა ტარდება ადგილობრივი ანესთეზიით. მისი მსვლელობისას ჰემოროიდულ კვანძებს ყინავენ თხევადი აზოტით 3-4 წუთის განმავლობაში. როდესაც მიმდინარეობს გადნობა, კვანძი კვდება, ხოლო მის ადგილას ვითარდება ნაიარევი, რომელსაც მკურნალობენ სპეციალური პრეპარატებით. მკურნალობის მცირეინვაზიური  მეთოდი არ მოითხოვს ჰოსპიტალიზაციას და საერთო ნარკოზს. თუმცა კრიოთერაპიისას ან ლაზერული თერაპიის დროს ნარკოზი მაინც საჭიროაადგილობრივი ან ეპიდურული. ნებისმიერი მცირეინვაზიური მეთოდის არსებით ნაკლად ითვლება ის, რომ არ ხდება ჰემოროიდული კვანძებისკენ სისხლის ჭარბი ნაკადის მიზეზების მოხსნა.
ახლა კი ვისაუბროთ ბუასილის ქირურგიულ ოპერაციებზე. მოცემული პროცედურები ტარდება საერთო ნარკოზის ქვეშ და საჭიროებს ავადმყოფის ჰოსპიტალიზაციას, ოპერაციის ჩატარებისა და რეაბილიტაციური პერიოდის გათვალისწინებით. დაწვრილებით >>>