ნეიროსიფილისი neurosyphilis

ნეიროსიფილისი - სიმპტომთკოპლექსი, რომელიც წარმოიქმნება ნერვული სისტემისსიფილისური დაზიანების დროს.
ნეიროსიფილისი – ეტიოლოგია, პათოგენეზი. მკრთალი ტრეპონემა, რომელიც აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერს, იწვევს ანთებით ცვლილებებს თავისა და ზურგის ტვინის გარსებსა და სისხლძარღვებში; ზურგის ტვინის ტაბესის დროს დომინირებს დეგენერაციული ცვლილებები ზურგის ტვინის პარენქიმაში. სიფილისის მკურნალობაში პენიცილინის დანერგვის შემდეგ ნეიროსიფილისის ბევრი ფორმა თითქმის სრულიად გაქრა პრაქტიკიდან. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ მწვავე სიფილისური მენინგიტი, რომელიც აღინიშნებასიფილისის მეორე სტადიაში.
ნეიროსიფილისი – სიმპტომები, მიმდინარეობანერვული სისტემის დაზიანება აღინიშნება უპირატესად სიფილისის მეორე და მესამე პერიოდებში. მეორადი სიფილისის დროს წარმოქმნილ მწვავე სიფილისური მენინგიტს, გარდა
 ნეიროსიფლისი
გარსების ანთებისა, შესაძლებელია თან ახლდეს ტვინისა და ქალას ნერვების დაზიანებაც; ცერებრულ-სპინულ სითხეში აღინიშნება ლიმფოციტული პლეოციტოზი, ცილის ზომიერი მომატება და შემთხვევათა ნახევარში – გლუკოზის დონის დაქვეითება. ავადმყოფთა 25%-ში მეორადი სიფილისით, ვლინდება პლეოციტოზი და ცილის მომატება თავ-ზურგტვინის სითხეში, ნევროლოგიური სიმპტომატიკის გარეშე (ასიმპტომური ნეიროსიფილისი). Read the rest of this entry »