წითელი ბრტყელი ლიქენი

წითელი ბრტყელი ლიქენი (lichen ruber planus) - დაავადება, რომელიც აზიანებს კანს, ლორწოვან გარსებს, იშვიათად ფრჩხილებს.
წითელი ბრტყელი ლიქენი – ეტიოლოგია, პათოგენეზი დადგენილი არ არის. გავრცელებულია დაავადების ინფექციური და ნევროლოგიური წარმოშობის თეორიები. ავადდებიან უპირატესად მოზრდილები.
 წითელი ბრტყელი ლიქენი
წითელი ბრტყელი ლიქენი - კლინკური სურათი ხასიათდება მონომორფული წვრილი პოლიგონალური მოწითალო – იისფერი პაპულებით, ბრტყელი ბზინავი ზედაპირითა და ცენტრში ჭიპისებრი ჩაღრმავებით. პაპულები განლაგებულნი არიან იზოლირებულად, უპირატესად წინამხრის მომხრელ ზედაპირზე, მუცელზე, წელზე და თან ახლავთ გამოხატული ქავილი. პაპულები შესაძლოა შეერთდნენ და წარმოქმნან ბალთები. პაპულების ზედაპირზე ჩნდება მოთეთრო ფერის ბადისებრი სურათი – ვიკემის ბადე, რომელიც განსაკუთრებით კარგად სჩანს ელემენტების წყლით დასველებისას ან მცენარეული ზეთის წასმის დროს. Read the rest of this entry »