დისკოგენური რადიკულოპათიები radiculopathy

diskogenuriდისკოგენური რადიკულოპათიები - მტკივნეული, მოტორული და ვეგეტატიური დარღვევები, განპირობებულიზურგის ტვინის ფესვების დაზიანებით, ხერხემლისოსტეოქონდროზის გამო.
დისკოგენური რადიკულოპათიები – ეტიოლოგია, პათოგენეზი. ხერხემლის ოსტეოქონდროზი წარმოადგენს დეგენერაციულ-დისტროფიულ პროცესს, რომელიც წარმოიქმნება მალთაშუა დისკოების ამორტიზირებადი ფუნქციის მოშლით, რაც განპირობებულია დისკის ქსოვილის დეგენერაციით, რომელიც იწვევს მის შიგნით წნევის დაქვეითებას. გარდა ტრავმული წარმოშობისა, დისკოპათიების ეტიოლოგია ცნობილი არ არის. დაზიანებული დისკის სეგმენტში წარმოიქმნება მალის შედარებითი არასტაბილურობა მალის სხეულების ოსტეოფიტების განვითარებით (სპონდილოზი), იოგების დაზიანებითა და მალთაშუა სახსრებისართროპათიით (სპონდილოართროზი). დისკის გამობერვამ (თიაქარი), ასევე ოსტეოფიტებმა შესაძლოა გაჭყლიტონ ფესვები, რის გამოც წარმოიქმნება ფესვური ტკივილები. გარდა ამისა, როგორც ადგილობრივი, ასევე კიდურებში ირადირებული ტკივილის წყარო შეიძლება იყოს ხერხემლის დაზიანებული ქსოვილები. ტკივილის წარმოქმნის უშუალო მიზეზია სიმძიმის აწევა, მოუხერხებელი მოძრაობა, გაცივება, უარყოფითი ემოციები, ინფექციები და სხვ. მთლიანობაში გავა-წელისა და კისრის რადიკულიტების არანაკლებ 95% განპირობებულია ვერტებრულიოსტეოქონდროზით, ხოლო რადიკულოპათიას როგორც წესი, საფუძვლად უდევს მექანიკური, კომპრესიული ფაქტორი. Read the rest of this entry »