понедельник, 18 марта 2013 г.

ლაპარასკოპია

ამერიკელი ლაპარასკოპისტები ჩაატარებენ ურთულეს ლაპარასკოპიულ ოპერაციებს მუცლის ღრუს ორგანოებზე – გურამ ქარაზანაშვილის კლინიკაში

 .. ”თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიები” კლინიკაში  21-30 მარტს მაღალკვალიფიციური ამერიკელი ლაპარასკოპისტები ჩაატარებენ ურთულეს ლაპარასკოპიულ ოპერაციებს მუცლის ღრუს ორგანოებზე. კლინიკა აღჭურვილია უახლესი  სამედიცინო  აპარატურით, პერსონალი დაკომპლექტებულია საუკეთესო სპეციალისტებით. კლინიკის პრიორიტეტია საერთაშორისო სტანდარტებით გათვალისწინებული მკურნალობის უმაღლესი ხარისხი და მაღალი დონის  მომსახურება  ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად. დაწვრილებით იხილეთ >>>>

вторник, 5 февраля 2013 г.

воскресенье, 27 января 2013 г.

ექიმები დისტანიური კონსულტაციებისათვის, ვაკანსია


ექიმები დისტანიური კონსულტაციებისათვის, ვაკანსია

კომპანიას ესაჭიროება სხვადასხვა პროფილის ექიმები, რომლებსაც შეუძლიათ მოსახლეობას გაუწიონ დისტანციური კონსულტაციები. გვესაჭიროება ყველა პროფილის. მათ შორის: დიეტოლოგები, სექსოპათოლოგები, ფსიქოლოგები, პროქტოლოგები, გინეკოლოგები

ძირითადი მოვალეობები:
·          დისტანციური კონსულტაციები
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
        განათლება/ცოდნა:
  • შესაბამისი კონსულტაციების უფლებების  სერტიფიცირებული ექიმი
საქმიანი თვისებები:
  • შედეგზე ორიენტირებული;
  • კომუნიკაბელობა.
მოთხოვნები :
  • უნდა ქონდეს კომპიუტერი და სკაიპი, ფლობდეს მათ
  • წერის უნარები
დაინტერესებულმა კანდიდატებმა CV გამოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზეgeonostalgia@gmail.com  . თხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება « «ექიმი დისტანციურად »

ანაზღაურება: შეთანხმებით .

среда, 9 января 2013 г.

წითელი ბრტყელი ლიქენი


წითელი ბრტყელი ლიქენი

წითელი ბრტყელი ლიქენი (lichen ruber planus) - დაავადება, რომელიც აზიანებს კანს, ლორწოვან გარსებს, იშვიათად ფრჩხილებს.
წითელი ბრტყელი ლიქენი – ეტიოლოგია, პათოგენეზი დადგენილი არ არის. გავრცელებულია დაავადების ინფექციური და ნევროლოგიური წარმოშობის თეორიები. ავადდებიან უპირატესად მოზრდილები.
 წითელი ბრტყელი ლიქენი
წითელი ბრტყელი ლიქენი - კლინკური სურათი ხასიათდება მონომორფული წვრილი პოლიგონალური მოწითალო – იისფერი პაპულებით, ბრტყელი ბზინავი ზედაპირითა და ცენტრში ჭიპისებრი ჩაღრმავებით. პაპულები განლაგებულნი არიან იზოლირებულად, უპირატესად წინამხრის მომხრელ ზედაპირზე, მუცელზე, წელზე და თან ახლავთ გამოხატული ქავილი. პაპულები შესაძლოა შეერთდნენ და წარმოქმნან ბალთები. პაპულების ზედაპირზე ჩნდება მოთეთრო ფერის ბადისებრი სურათი – ვიკემის ბადე, რომელიც განსაკუთრებით კარგად სჩანს ელემენტების წყლით დასველებისას ან მცენარეული ზეთის წასმის დროს. Read the rest of this entry »

вторник, 8 января 2013 г.

დავიკელი 8–10 კგ.


საქართველოში  საკმაოდ პოპულარულიაუგულავასდიეტა.
თვით უგულავასდიეტა, სამეცნიერო თვალსაზრისით, ორიგინალური არაა. არსებობს უგულავას დიეტისმსგავსი, წარმატებული დიეტები.
უგულავასდიეტა  საკმაოდ ხანგრძლივია, 4 კვირა გრძელდება.
უგულავას დიეტა, საკმაოდ ეფექტურ და მდგრად დიეტად ითვლება.
უგულავასდიეტის  დიდ უპირატესობად უნდა ჩაითვალოს, რომ ამ დიეტით კანი იკუმშება და კანის ნაკეცები არ გაჩნდებათ.

დავიკელი 2–3 კგ.


საქართველოში  საკმაოდ პოპულარულიაუგულავასდიეტა.
თვით უგულავასდიეტა, სამეცნიერო თვალსაზრისით, ორიგინალური არაა. არსებობს უგულავას დიეტისმსგავსი, წარმატებული დიეტები.
უგულავასდიეტა  საკმაოდ ხანგრძლივია, 4 კვირა გრძელდება.
უგულავას დიეტა, საკმაოდ ეფექტურ და მდგრად დიეტად ითვლება.
უგულავასდიეტის  დიდ უპირატესობად უნდა ჩაითვალოს, რომ ამ დიეტით კანი იკუმშება და კანის ნაკეცები არ გაჩნდებათ.

понедельник, 7 января 2013 г.

დისკოგენური რადიკულოპათიები


დისკოგენური რადიკულოპათიები radiculopathy

diskogenuriდისკოგენური რადიკულოპათიები - მტკივნეული, მოტორული და ვეგეტატიური დარღვევები, განპირობებულიზურგის ტვინის ფესვების დაზიანებით, ხერხემლისოსტეოქონდროზის გამო.
დისკოგენური რადიკულოპათიები – ეტიოლოგია, პათოგენეზი. ხერხემლის ოსტეოქონდროზი წარმოადგენს დეგენერაციულ-დისტროფიულ პროცესს, რომელიც წარმოიქმნება მალთაშუა დისკოების ამორტიზირებადი ფუნქციის მოშლით, რაც განპირობებულია დისკის ქსოვილის დეგენერაციით, რომელიც იწვევს მის შიგნით წნევის დაქვეითებას. გარდა ტრავმული წარმოშობისა, დისკოპათიების ეტიოლოგია ცნობილი არ არის. დაზიანებული დისკის სეგმენტში წარმოიქმნება მალის შედარებითი არასტაბილურობა მალის სხეულების ოსტეოფიტების განვითარებით (სპონდილოზი), იოგების დაზიანებითა და მალთაშუა სახსრებისართროპათიით (სპონდილოართროზი). დისკის გამობერვამ (თიაქარი), ასევე ოსტეოფიტებმა შესაძლოა გაჭყლიტონ ფესვები, რის გამოც წარმოიქმნება ფესვური ტკივილები. გარდა ამისა, როგორც ადგილობრივი, ასევე კიდურებში ირადირებული ტკივილის წყარო შეიძლება იყოს ხერხემლის დაზიანებული ქსოვილები. ტკივილის წარმოქმნის უშუალო მიზეზია სიმძიმის აწევა, მოუხერხებელი მოძრაობა, გაცივება, უარყოფითი ემოციები, ინფექციები და სხვ. მთლიანობაში გავა-წელისა და კისრის რადიკულიტების არანაკლებ 95% განპირობებულია ვერტებრულიოსტეოქონდროზით, ხოლო რადიკულოპათიას როგორც წესი, საფუძვლად უდევს მექანიკური, კომპრესიული ფაქტორი. Read the rest of this entry »

პროგრესირებადი კუნთოვანი დისტროფია


პროგრესირებადი კუნთოვანი დისტროფია

პროგრესირებადი კუნთოვანი დისტროფია - კუნთოვანი ქსოვილის ესენციური პროგრესირებადი დეგენერაცია, რომელიც წარმოიქმნება ნერვული სისტემის რაიმე დაზიანების გარეშე და იწვევს კუნთების გარკვეული ჯგუფების მძიმე ატროფიასა და სისუსტეს.
პროგრესირებადი კუნთოვანი დისტროფია – ეტიოლოგია, პათოგენეზი. მიზეზი უცნობია; დაავადება ხშირად ატარებს მემკვიდრეობით ხასიათს. ხდება კუნთოვანი ბოჭკოების პროგრესული დაღუპვა და მათი ჩანაცვლება შემაერთებელი ქსოვილით. Read the rest of this entry »

პოსტპუნქციური სინდრომი


პოსტპუნქციური სინდრომი

პოსტპუნქციური სინდრომი - თავის ტკივილი და მენინგიზმის მოვლენები, რომელიც წარმოიქმნება ლუმბური პუნქციის შემდეგ.
პოსტპუნქციური სინდრომი – ეტიოლოგია, პათოგენეზი. ლიკვორული ჰიპოტენზია, რომელიც განპირობებულია ცერებრულ-სპინური სითხის გაღწევით ზურგის ტვინის გარსებში. Read the rest of this entry »

გიიენ-ბარის სინდრომი


პოლირადიკულონევროპათიური მწვავე დემიელინიზირებადი გიიენ-ბარის სინდრომი

გიიენ-ბარის სინდრომი – ეტიოლოგია, პათოგენეზი. ზურგის ტვინის ფესვების შერჩევითიდემიელინიზაცია, სავარაუდოდ ავტოიმუნური ბუნების. Read the rest of this entry »

თავის ტვინის სიმსივნეები


თავის ტვინის სიმსივნეები

თავის ტვინის სიმსივნეები - თავის ტვინის სიმსივნეები იყოფა გლიომებად (60%), მენინგიომებად, ქალას ნერვების ნევრინომებად, მეტასტაზურ, თანდაყოლილ და სხვა სახისსიმსივნეებად. სიმსივნე
 გლიომა
შეიძლება იყოს ტვინშიგა (გლიომები) და ტვინგარეთა (მენინგიომები, ნევრინომები), მდებარეობის მიხედვით – ნახევარსფეროს, ინტრა – და პარასელარული და სუბტენტორიალური. ტვინში მეტასტაზები ხშირად ვითარდება ფილტვის, სარძევე ჯირკვლის, კუჭ-ნაწლავის ტრაქტისა და ფარისებრი ჯირკვლის კარცინომის დროს, ტვინში იშვიათად მეტასტაზირდება სარკომა, მელანობლასტომა. ბავშვებში ტვინის სიმსივნეტა უმრავლესობა ვითარდება ნათხემში (მედულობლასტომა, ასტროციტომა). Read the rest of this entry »

სატყლისებრი ლიქენი


სატყლისებრი ლიქენი (herpes) zoster

სატყლისებრი ლიქენი - მწვავე ვირუსული დაავადება, რომელც ვლინდება ტკივილითა დაკანზე გამონაყრით.
სატყლისებრი ლიქენი – ეტიოლოგია. ჩუტყვავილას ვირუსი.
სარტყლისებრი ლიქენი
სატყლისებრი ლიქენი – პათოგენეზი. ერთი ან რამდენიმე სპინური განგლიისა და უკანა ფესვების მიმდებარე უბნების ან ქალას ნერვების ჰომოლოგიური წარმონაქმნების ანთება. ითვლება, რომ ბავშვობაში გადატანილი ჩუტყვავილას შემდეგ მისი ვირუსები რჩება სპინურ განგლიებში. სპონტანურად (იდიოპათიკური ფორმა) ან მძიმე დაავადების შედეგად (ლეიკოზები, კიბო), ვირუსები ხდება პათოგენური და გარდა დერმატოტროპული თვისებისა, იძენს აგრეთვე ნეიროტროპულ თვისებებსაც. Read the rest of this entry »

გულის წასვლა


გულის წასვლა syncope

გულის წასვლა - გონების უეცარი დაკარგვა, რომელიც განპირობებულია ტვინის გარდამავალი იშემიით.
გულის წასვლა – ეტიოლოგია, პათოგენეზი. წამყვანი ფაქტორია არტერიული წნევისდაქვეითება იმ დონემდე, რომლის დროსაც ტვინის სისხლმიმოქცევის ავტორეგულარული მექანიზმები ვერ უზრუნველყოფენ ტვინის სათანადო სისხლმომარაგებას. გამოყოფენ გულისწასვლის განვითარების 3 ძირითად პათოგენეტიკურ რგოლს: 1. არტერიული წნევის დაცემა სისტემური ვაზოდილატაციის დროს, პერიფერიული სისხლძარღვოვანი წინააღმდეგობის შემცირების შედეგად; 2. გულის მოქმედების დარღვევა; 3. სისხლში ჟანგბადის შემცველობის შემცირება. Read the rest of this entry »

ნეიროსიფილისი


ნეიროსიფილისი neurosyphilis

ნეიროსიფილისი - სიმპტომთკოპლექსი, რომელიც წარმოიქმნება ნერვული სისტემისსიფილისური დაზიანების დროს.
ნეიროსიფილისი – ეტიოლოგია, პათოგენეზი. მკრთალი ტრეპონემა, რომელიც აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერს, იწვევს ანთებით ცვლილებებს თავისა და ზურგის ტვინის გარსებსა და სისხლძარღვებში; ზურგის ტვინის ტაბესის დროს დომინირებს დეგენერაციული ცვლილებები ზურგის ტვინის პარენქიმაში. სიფილისის მკურნალობაში პენიცილინის დანერგვის შემდეგ ნეიროსიფილისის ბევრი ფორმა თითქმის სრულიად გაქრა პრაქტიკიდან. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ მწვავე სიფილისური მენინგიტი, რომელიც აღინიშნებასიფილისის მეორე სტადიაში.
ნეიროსიფილისი – სიმპტომები, მიმდინარეობანერვული სისტემის დაზიანება აღინიშნება უპირატესად სიფილისის მეორე და მესამე პერიოდებში. მეორადი სიფილისის დროს წარმოქმნილ მწვავე სიფილისური მენინგიტს, გარდა
 ნეიროსიფლისი
გარსების ანთებისა, შესაძლებელია თან ახლდეს ტვინისა და ქალას ნერვების დაზიანებაც; ცერებრულ-სპინულ სითხეში აღინიშნება ლიმფოციტული პლეოციტოზი, ცილის ზომიერი მომატება და შემთხვევათა ნახევარში – გლუკოზის დონის დაქვეითება. ავადმყოფთა 25%-ში მეორადი სიფილისით, ვლინდება პლეოციტოზი და ცილის მომატება თავ-ზურგტვინის სითხეში, ნევროლოგიური სიმპტომატიკის გარეშე (ასიმპტომური ნეიროსიფილისი). Read the rest of this entry »